











Rocco - სარკე მეტალის ჩარჩოთი
Rocco- მინიმალისტური და თანამედროვე სარკე შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერ ინტერიერში გამორჩეული იყოს. მყარი მეტალის ჩარჩო და მართკუთხა ფორმა სივრცეს სტრუქტურას სძენს, ხოლო სინათლისა და სიღრმის არეკვლით ოთახს უფრო დიდსა და ნათელს აჩენს.
Rocco მარტივად ერგება საძინებლებს, გასახდელ სივრცეებს, მისაღებ ოთახებსა და სტუდიებს. სარკე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ძირს დასადგმელად ასევე კედელზე დასამაგრებლად. მისი დახრილი პოზიცია მშვიდ, არქიტექტურულ ვიზუალს ქმნის . თერმულად შეღებილი ზედაპირი უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამოყენებას და ყოველდღიური ცვეთისადმი გამძლეობას.
Rocco მხოლოდ ფუნქციური ელემენტი არ არის — ის ინტერიერის ნაწილია, რომელიც თანამედროვე სივრცეს ხასიათს, ბალანსსა და დახვეწილ ინდუსტრიულ სტილს მატებს.
ზომები
-
სიმაღლე: 180 სმ
-
სიგანე: 80 სმ
-
ჩარჩოს სიღრმე: 12 სმ
- ჩარჩოს სისქე: 3 მმ
რითი გამოირჩევა Rocco
-
დახვეწილი დიზაინის სარკე ყოველდღიური მოხმარებისთვის
-
შესაძლებელია როგორც ძირს დადგმა, ასევე კედელზე დაკიდება
-
გამძლე მეტალის კონსტრუქცია, რომელიც თერმულად არის შეღებილი
-
მინიმალისტური, თანამედროვე დიზაინი
- იდეალურია საძინებლისთვის, მისაღებისთვის, სტუდიოსთვის და შემოსასვლელისთვის.
დამზადების დრო & ინდივიდუალური შეკვეთის დეტალები
Rocco-ს დამზადებას სტანდარტულად ჭირდება 10-15 სამუშაო დღე.
შესაძლებელია ინდივიდუალური ზომების და ფერის დამზადება. დეტალების დასაზუსტებლად, გთხოვთ მოგვწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.
მიტანის სერვისი
ჩვენ გთავაზობთ უფასო მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით.
რეგიონულ შეკვეთებზე დეტალების დასაზუსტებლად,გთხოვთ დაგვიკავშირდით.
ფერის აღქმადობა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეალური პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე არსებული ფერისგან, ეკრანისა და განათების სპეციფიკიდან გამომდინარე.
მენიუ
საკონტაქტო ინფორმაცია
+995 511 558 860
info@fredda.ge
იალბუზის ქუჩა 12, თბილისი