Skip to content
დამზადებულია საქართველოში – პრემიუმ ხარისხის მეტალის ავეჯი – უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით ყველა შეკვეთაზე

მომსახურების პირობები


საკონტაქტო ინფორმაცია


შპს „ფრედდა“
ს/ნ: 406461635
მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი, N 53ა, ბინა 14

ტელეფონის ნომერი: +995 511 558 860

ელ ფოსტა: Info@fredda.ge



პლატფორმის გამოყენების წესები და პირობები


წინამდებარე დოკუმენტი ადგენს პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს და  პლატფორმის მომხმარებლის უფლებებს. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, იგი წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და ფრედდას შორის. 



ტერმინები:

  • პლატფორმა - ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა ვებ-საიტი www.fredda.ge;

  • ფრედდა - საქონლის გამყიდველი პირი, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოცემულ კონტექსტში შპს „ფრედდა“ (ს/ნ 406461635);

  • საქონელი - პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული პროდუქცია. 

  • მომხმარებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს წინამდებარე პლატფორმით, მათ შორის პლატფორმის ვიზიტორები და ფიზიკური პირები, რომლებიც ათავსებენ შეკვეთას;

  • ფრედდა - პლატფორმის მესაკუთრე და კანონიერი განმკარგავი შპს „ფრედდა“ (ს/ნ 406461635);




პლატფორმის გამოყენება


  • ფრედდას მომსახურებით სრულყოფილად სარგებლობისთვის აუცილებელია ანგარიშის (პროფილი) შექმნა. ანგარიშის გასახსნელად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: მიუთითოს მოთხოვნილი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ, გაიაროს ვერიფიკაცია.

  • ანგარიშის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.  

  • ფრედდა უფლებას იტოვებს დამატებით მოთხოვოს მომხმარებელს  პლატფორმაზე მითითებული მონაცემების სიზუსტის დადასტურება. მომხმარებლის მონაცემები დამუშავდება ფრედდას კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად.

  • ანგარიშის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს ეჭვი, რომ მესამე პირს აქვს მისი ანგარიშის დეტალები, მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალეს იგი ან დაუკავშირდეს ფრედდას. 

  • ანგარიშის შექმნამდე მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნულით არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა და მესამე პირთა უფლებები. მომხმარებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან წინამდებარე დოკუმენტის უხეშად დარღვევის შემთხვევაში ფრედდა უფლებას იტოვებს გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში. 





შეკვეთა


  • ფრედდაზე შეკვეთის განთავსება მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ. შეკვეთის გასაკეთებლად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმის ინსტრუქციას.

  • მომხმარებლის მიერ შეკვეთის ელექტრონული ფორმით განთავსებისას, ფრედდა შეკვეთის მიღებას დაუყოვნებლივ დაადასტურებს ასევე ელექტრონული საშუალებით. შეკვეთის მიღების შემდეგ, ფრედდა ახორციელებს მის დამუშავებას. იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმაზე განთავსებული საქონლის დამზადება იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა არ იყოს შესაძლებელი, ფრედდა უფლებას იტოვებს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა მისი განთავსებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, რის თაობაზეც დაუყონებლივ ეცნობება მომხმარებელს. 

  • ფრედდა უფლებას იტოვებს გააუქმოს შეკვეთა, როცა არსებობს შეკვეთის გაუქმების ობიექტური საფუძველი, მაგალითად თაღლითური შემთხვევა, პროგრამული, ტექნიკური ხარვეზები და სხვა. 




გადახდის მეთოდები


  • ფრედდაზე შეკვეთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკების ბარათით;

  • ზოგიერთი შეკვეთის ღირებულების დაფარვა შეგიძლიათ განვადებით. ამისთვის მომხმარებელი უნდა მიჰყვეს ინსტრუქციას. მომხმარებელსა და პარტნიორ ბანკს შორის ურთიერთობა რეგულირდება ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით.




შეკვეთის მიღება


  • ფრედდა შეკვეთის მიწოდებას უზრუნველყოფს თავად ან მომხმარებლის მიერ არჩევს შემთხვევაში მის მიერ განსაზღვრულ აღების წერტილში (ე.წ. Pick up location) ;

  • ტრანსპორტირების დროს ნივთის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფრედდას. 

  • შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა თავად წაიღოს შეკვეთა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული შეთანხმებულია ფრედდასთან.

  • თბილისში შეკვეთის ჩაბარება ხორციელდება 10-დან 15 სამუშაო დღის ვადაში. რეგიონში შეკვეთის მისაღებად დაუკავშირდით ფრედდას მხარდამჭერ გუნდს.

  • იშვიათ შემთხვევაში ფრედდას შეიძლება დასჭირდეს იმაზე მეტი დრო (მაგრამ არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა) შეკვეთის ჩასაბარებლად, ვიდრე ეს განსაზღვრულია წინამდებარე წესებით და პირობებით, რის შესახებაც საქონლის შეძენამდე, წინასწარ ეცნობება მომხმარებელს.

  • შეკვეთის ჩაბარების დროს მომხმარებელი ვალდებულია კურიერთან გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი, ან არ მიიღოს შეკვეთა. მომხმარებელი მიღება-ჩაბარების აქტით ადასტურებს, რომ ჩაიბარა ვიზუალურად უნაკლო პროდუქცია, თუ პროდუქტი ნაკლის მქონია მომხმარებლმა უარი უნდა თქვას მის მიღებაზე და დაუკავშირდეს ფრედდას.

  • მომხმარებელი

  • ვინაიდან ფრედდას პლატფორმაზე გაყიდული პროდუქცია მზადდება სპეციალურად მომხმარებლისთვის, მომხმარებელს არ აქვს შეკვეთის გაუქმების ან/და პროდუქტის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება;

 


კანონისმიერი გარანტია


  • კანონისმიერი გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომლებიც არიან ფიზიკური პირები. 

  • თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს,  ფრედდას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

  • საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, ფრედდას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.ნ

  • საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

  • საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

  • მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

    • საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

    • ფრედდამ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

    • გამყიდველის მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

  • იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:

    • საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;

    • საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;

    • საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.

  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ფრედდას ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.




მომსახურებასთან დაკავშირებული გარანტიები


  • ფრედდა უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

  • იმ შემთხვევაში თუ გაწეული მომსახურეობა არის ნაკლიანი ან გადაცილებულია ვადა, მომხმარებელმა უნდა განუსაზღვროს ფრედდას მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით. 

  • დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:

    • მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს.

    • მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება.

    • უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  • დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.

  • თუ ფრედდამ დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, ფრედდას არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.


საქონლის დაბრუნების პოლიტიკა


„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად,  მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ - საქონელი მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული/შესრულებული.

ვინაიდან ფრედდას პლატფორმაზე შეკვეთილი პროდუქცია მზადდება შეკვეთის შემდეგ, მომხმარებელს არ აქვს უფლება ისარგებლოს დაბრუნების უფლებით;


ინტელექტუალური საკუთრების უფლება


  • მომხმარებელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც ხელყოფს პლატოფრმის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. პლატფორმის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის არ არის დაშვებული. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ თქვენი პერსონალური, არაკომერციული მიზნით გამოყენებისთვის.


 

პლატფორმის პასუხისმგებლობის შეზღუდვა


  • ფრედდა არ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმა იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან/და ყოველთვის იმუშავებს შეფერხების გარეშე, თუმცა, პასუხს აგებს პლატფორმის გაუმართაობით გამოწვეული ზიანისათვის, რომლითაც დაირღვა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებები.


 

დავა/კანონმდებლობა


  • მომხმარებელსა და ფრედდა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  • პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს ფრედდას  წერილობით შემდეგ მისამართზე Info@fredda.ge პრეტენზიის მიღებიდან არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში სს „ფრედდა“ განიხილავს მას და დაუბრუნდება მომხმარებელს უკუკავშირით. 

  • ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება იქნება წარუმატებელი, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს სსიპ - საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (დავის შინაარსის გათვალისწინებით) ან პირდაპირ სასამართლოს.

 


ცვლილებები/დამატებები


  • წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად, ფრედდას ინიციატივით ნებისმიერ დროს, რომლის შესახებაც ინფორმაცია დარეგისტრირებულ მომხმარებლებს უნდა ეცნობოთ გონივრული ვადით ადრე, პირად კაბინეტში სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინების სახით, ელ ფოსტით ან სმს შეტყობინებით.




ბოლო განახლების თარიღი - 2026 წლის 8 მარტი.