










Corda - სარკე მეტალის ჩარჩოთი
Corda - გამოირჩევა მომრგვალებული მეტალის ჩარჩოთი, თანამედროვე სილუეტითა და მკვეთრი ფერებით. შექმნილია იმისთვის, რომ ინტერიერს სიმსუბუქე შემატოს, სივრცე გაანათოს , ინდივიდუალური სტილი და გამოკვეთილი ხასიათი შესძინოს.
მისი ნაზად მომრგვალებული კუთხეები სარკეს უფრო მსუბუქს აჩენს. Corda იდეალურია საძინებელში, მისაღებ ოთახში, გასახდელ სივრცესა თუ კრეატიულ ინტერიერში. სარკე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც იატაკზე დასადგმელი ელემენტით, ასევე კედელზე დასამაგრებლით, რაც საშუალებას გაძლევთ მოარგოთ ის თქვენს სივრცესა და განლაგებას.
გამძლე თერმულად შეღებილი მეტალის ჩარჩო უზრუნველყოფს ხანგრძლივ და ყოველდღიურ გამოყენებას.
ზომები
-
სიმაღლე: 180 სმ
-
სიგანე: 80 სმ
-
სიღრმე: 25 მმ
რითი გამოირჩევა Corda
-
დახვეწილი დიზაინის სარკე მომრგვალებული კუთხეებით
-
გამოიყენება როგორც დასადგმელად, ასევე კედელზე ჩამოსაკიდებლად
-
იდეალურია საძინებლისთვის, მისაღებისთვის, სტუდიოსთვის და შემოსასვლელისთვის.
დამზადების დრო & ინდივიდუალური შეკვეთის დეტალები
Corda-ს დამზადებას სტანდარტულად ჭირდება 10-15 სამუშაო დღე.
შესაძლებელია ინდივიდუალური ზომების და ფერის დამზადება. დეტალების დასაზუსტებლად, გთხოვთ მოგვწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.
მიტანის სერვისი
ჩვენ გთავაზობთ უფასო მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით.
რეგიონულ შეკვეთებზე დეტალების დასაზუსტებლად,გთხოვთ დაგვიკავშირდით.
ფერის აღქმადობა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეალური პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე არსებული ფერისგან, ეკრანისა და განათების სპეციფიკიდან გამომდინარე.
მენიუ
საკონტაქტო ინფორმაცია
+995 511 558 860
info@fredda.ge
იალბუზის ქუჩა 12, თბილისი