Skip to content
დამზადებულია საქართველოში – პრემიუმ ხარისხის მეტალის ავეჯი – უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით ყველა შეკვეთაზე

მეტალის თარო

150.00 GEL
აირჩიეთ ფერი
აირჩიეთ ზომა

მეტალის კედლის თარო - მინიმალისტური დეტალი ყოველდღიური ინტერიერისთვის

მეტალის კედლის თარო შექმნილია წიგნებისთვის, ჩარჩოებისთვის, დეკორისა და მცირე ყოველდღიური ნივთებისთვის. სუფთა და მარტივი ფორმა სივრცეს ფუნქციურობას მატებს და ამავდროულად ვიზუალურად არ ტვირთავს მას.

თარო შეგიძლიათ გამოიყენოთ მისაღებში, საძინებელში, სამზარეულოში, დერეფანში, ოფისში ან შემოქმედებით სივრცეში. აწეული წინა კიდე ნივთებს სტაბილურად აჩერებს და თაროს დასრულებულ, დახვეწილ იერს ანიჭებს.

თერმულად შეღებილი ფოლადის კონსტრუქცია უზრუნველყოფს ყოველდღიურ ხანგრძლივ გამოყენებას.

ზომები

  • სიმაღლე: 15 სმ
  • სიღრმე: 12 სმ
  • აწეული წინა კიდე: 2 სმ
  • სიგრძე: 60 სმ / 80 სმ / 100 სმ / 120 სმ / 150 სმ / 200 სმ

რითი გამოირჩევა თარო

  • მინიმალისტური და თანამედროვე დიზაინი
  • იდეალურია წიგნების, ჩარჩოებისა და დეკორატიული ნივთებისთვის
  • აწეული წინა კიდე დამატებითი სტაბილურობისთვის
  • ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძით
  • გამძლე ფოლადის კონსტრუქცია, რომელიც შეღებილია თერმულად
  • მარტივად ერგება სხვადასხვა ინტერიერს

დამზადების დრო & ინდივიდუალური შეკვეთის დეტალები
თაროს დამზადებას სტანდარტულად ჭირდება 10-15 სამუშაო დღე.
შესაძლებელია ინდივიდუალური ზომების და ფერის დამზადება. დეტალების დასაზუსტებლად, გთხოვთ მოგვწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.

მიტანის სერვისი
ჩვენ გთავაზობთ უფასო მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით.
რეგიონულ შეკვეთებზე დეტალების დასაზუსტებლად, გთხოვთ დაგვიკავშირდით.

ფერის აღქმადობა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეალური პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე არსებული ფერისგან, ეკრანისა და განათების სპეციფიკიდან გამომდინარე.

0 / 0