Skip to content
დამზადებულია საქართველოში – პრემიუმ ხარისხის მეტალის ავეჯი – უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით ყველა შეკვეთაზე

Mini Corda - სარკე მეტალის ჩარჩოთი

530.00 GEL
აირჩიეთ ფერი

Mini Corda, Corda-ს დამახასიათებელ მომრგვალებულ ჩარჩოს მცირე და მრავალმხრივ ფორმატში იმეორებს . მისი გლუვი მოხაზულობა და მინიმალისტური მეტალის სტრუქტურა სივრცეს სითბოსა და ხასიათს მატებს.

Mini Corda შექმნილია, რომ განთავსდეს აბაზანის ან მაკიაჟის მაგიდაზე, კონსოლზე ან კომოდზე, რაც მას იდეალურს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის. საჭიროების შემთხვევაში სარკე შესაძლებელია კედელზეც დამონტაჟდეს, რაც დამატებით მოქნილობას იძლევა სივრცის დაგეგმვისას. თერმულად შეღებილი მეტალის ჩარჩო უზრუნველყოფს გამძლეობასა და დახვეწილობას.

კომპაქტური ზომისა და რბილი სილუეტის წყალობით, Mini Corda არის ფუნქციური სარკე, რომელიც ამავე დროს დახვეწილ დიზაინერულ აქცენტად პოზიციონირებს.

ზომები

  • სიმაღლე: 80 სმ

  • სიგანე: 70 სმ

  • სიღრმე: 25 მმ

რითი გამოირჩევა Mini Corda 

  • კომპაქტური სარკე მომრგვალებული დიზაინით

  • იდეალურია კონსოლისთვის, სამაკიაჟო კუთხისთვის და ტრილიაჟისთვის

  • შესაძლებელია როგორც ზედაპირზე დადგმა, ასევე კედელზე დაკიდება

  • თანამედროვე, ესთეტიკური და რბილი ფორმები

  • იდეალურია საძინებლისთვის, გარდერობისთვის და შემოსასვლელისთვის.


დამზადების დრო & ინდივიდუალური შეკვეთის დეტალები

Mini Corda-ს დამზადებას სტანდარტულად ჭირდება 10-15 სამუშაო დღე.

შესაძლებელია ინდივიდუალური ზომების და ფერის დამზადება. დეტალების დასაზუსტებლად, გთხოვთ მოგვწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.

 

მიტანის სერვისი

ჩვენ გთავაზობთ უფასო მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით.

რეგიონულ შეკვეთებზე დეტალების დასაზუსტებლად,გთხოვთ დაგვიკავშირდით.

 

ფერის აღქმადობა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეალური პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე არსებული ფერისგან, ეკრანისა და განათების სპეციფიკიდან გამომდინარე.

0 / 0