Skip to content
დამზადებულია საქართველოში – პრემიუმ ხარისხის მეტალის ავეჯი – უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით ყველა შეკვეთაზე

Mini Rocco - სარკე მეტალის ჩარჩოთი

585.00 GEL
აირჩიეთ ფერი

Mini Rocco - სარკე Rocco-ს დამახასიათებელ დიზაინს უფრო მცირე და მრავალმხრივ ფორმატში წარმოგვიდგენს. მისი მყარი მეტალის ჩარჩო და  მართკუთხა ფორმა სივრცეს სტრუქტურასა და ხასიათს მატებს, ამავდროულად სინათლისა და სიღრმის ეფექტს აძლიერებს ინტერიერში.

Mini Rocco შექმნილია იმისთვის, რომ განთავსდეს აბაზანის ან მაკიაჟის მაგიდაზე, კონსოლზე ან კომოდზე, რაც მას იდეალურს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის. სარკე შესაძლებელია კედელზეც დამონტაჟდეს, რაც სივრცის დაგეგმვისას მოქნილობას იძლევა.

გამძლე, თერმულად შეღებილი მეტალის ჩარჩო უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამოყენებას და თანამედროვე ვიზუალს.

კომპაქტური ზომის მიუხედავად, Mini Rocco ქმნის ძლიერ ვიზუალურ ეფექტს. ფუნქციური სარკე, რომელიც ამავე დროს ელეგანტური ინტერიერის ნაწილია.

ზომები

  • სიმაღლე: 80 სმ

  • სიგანე: 70 სმ

  • ჩარჩოს სიღრმე: 12 სმ

  • ჩარჩოს სისქე: 3 მმ

რითი გამოირჩევა Mini Rocco

  • იდეალურია კონსოლისთვის, სამაკიაჟო კუთხისთვის და ტრილიაჟისთვის

  • შესაძლებელია როგორც ზედაპირზე დადგმა, ასევე კედელზე დაკიდება

  • გამძლე მეტალის კონსტრუქცია, რომელიც შეღებილია თერმულად

  • მინიმალისტური, თანამედროვე დიზაინი

  • იდეალურია საძინებლისთვის, გარდერობისთვის და შემოსასვლელისთვის.


დამზადების დრო & ინდივიდუალური შეკვეთის დეტალები

Mini Rocco-ს დამზადებას სტანდარტულად ჭირდება 10-15 სამუშაო დღე.

შესაძლებელია ინდივიდუალური ზომების და ფერის დამზადება. დეტალების დასაზუსტებლად, გთხოვთ მოგვწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.

 

მიტანის სერვისი

ჩვენ გთავაზობთ უფასო მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით.

რეგიონულ შეკვეთებზე დეტალების დასაზუსტებლად,გთხოვთ დაგვიკავშირდით.

 

ფერის აღქმადობა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეალური პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე არსებული ფერისგან, ეკრანისა და განათების სპეციფიკიდან გამომდინარე.

0 / 0