Skip to content
დამზადებულია საქართველოში – პრემიუმ ხარისხის მეტალის ავეჯი – უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით ყველა შეკვეთაზე

Mini Tetto - ჟურნალის მაგიდა

550.00 GEL
აირჩიეთ ფერი

Mini Tetto - კომპაქტური გვერდითი მაგიდა, დაბალი პროფილითა და ფართო ზედაპირით, რომელიც მრავალფუნქციურ ელემენტად იქცევა თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეში.

მისი წრიული ზედაპირი და მყარი ფუძე ქმნის სტაბილურ, სადა ფორმას. Mini Tetto გამოიყენება , როგორც დაბალი გვერდითი მაგიდა, წიგნებისთვის, სასმელებისთვის ან დეკორისთვის. მისი სიმაღლე კომფორტულია და შესაძლებელს ხდის დივნისა თუ  მოსასვენებელი ზონის გვერდით განათავსოთ. მეტალისგან დამზადებული და თერმულად შეღებილი  ზედაპირი შექმნილია ხანგრძლივი ყოველდღიური გამოყენებისთვის.

Tetto-სთან  ერთად გამოყენებისას, Mini Tetto ერთვება კომპოზიციაში, როგორც ჟურნალის  მაგიდა. უზრუნველყოფს სიღრმეს  და ფართო ზედაპირს, ინარჩუნებს ვიზუალურად მსუბუქ და ჰარმონიულ განლაგებას.

ზომები

  • სიმაღლე: 40 სმ

  • დიამეტრი: 52 სმ

რითი გამოირჩევა Mini Tetto

  • დაბალი მრგვალი მაგიდა ფართო ზედაპირით

  • იდეალური მოსასვენებელი სივრცისთვის

  • გამძლე მეტალის კონსტრუქცია, რომელიც შეღებილია თერმულად

  • პრაქტიკულია როგორც ცალკე მდგომი, ასევე Tetto-თან კომბინაციაში

  • თავსებადია მისაღები ოთახისთვის, საკითხავი სივრცისთვის და კაბინეტისთვის.


დამზადების დრო & ინდივიდუალური შეკვეთის დეტალები

Mini Tetto-ს დამზადებას სტანდარტულად ჭირდება 10-15 სამუშაო დღე.

შესაძლებელია ინდივიდუალური ზომების და ფერის დამზადება. დეტალების დასაზუსტებლად, გთხოვთ მოგვწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.

 

მიტანის სერვისი

ჩვენ გთავაზობთ უფასო მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით.

რეგიონულ შეკვეთებზე დეტალების დასაზუსტებლად,გთხოვთ დაგვიკავშირდით.

 

ფერის აღქმადობა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეალური პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე არსებული ფერისგან, ეკრანისა და განათების სპეციფიკიდან გამომდინარე.

0 / 0