თაროები
Fredda-ს კოლექციის თაროები მხოლოდ ნივთების შესანახი ადგილი არ არის. ისინი ცარიელ კედელს სივრცის ნაწილად აქცევს. კედელზე დასამაგრებელი მეტალის თაროები იდეალურია წიგნების, ჩარჩოების, პოსტერების, მცენარეებისა და საყვარელი ნივთების განსათავსებლად მისაღებში, საძინებელში, სამზარეულოსა თუ საბავშვო ოთახში.
მინიმალისტური ფორმები, სუფთა ხაზები და სხვადასხვა ფერში შეღებილი მეტალი თითოეულ თაროს მსუბუქ და თანამედროვე იერს ანიჭებს. Fredda-ს თაროები შექმნილია იმისთვის, რომ სივრცეს მეტი ფერი, წესრიგი და ინდივიდუალური ხასიათი შემატოს.
თაროები მარტივად ერგება როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეებს: კაფეებს, მაღაზიებსა და ოფისებს.

