დამხმარე მაგიდები
გვერდითა მაგიდები Fredda-ს კოლექციაში ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი და მრავალფუნქციური ელემენტებია. ისინი შექმნილია დივანთან, სავარძელთან და საწოლთან დასადგმელად. მაგიდები ასრულებენ, როგორც დეკორატიულ ასევე პრაქტიკულ ფუნქციას.
კოლექციაში წარმოდგენილია როგორც კომპაქტური მოდელები პატარა სივრცეებისთვის, ასევე შედარებით დიდი ზომის მაგიდები, რომლებიც აერთიანებს ფუნქციურობასა და დახვეწილ ესთეტიკას. იდეალურია როგორც მისაღები ოთახისთვის, ასევე საძინებლისთვის.






