Skip to content
დამზადებულია საქართველოში – პრემიუმ ხარისხის მეტალის ავეჯი – უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით ყველა შეკვეთაზე

Elio - ტუმბო

430.00 GEL
აირჩიეთ ფერი

Elio - ტუმბო გამოკვეთილი ხაზებით , მინიმალისტური კონტურებით და მყარი კონსტრუქციით გამოირჩევა. მომრგვალებული ფორმა  და ღია სტრუქტურა სიმსუბუქეს და პრაქტიკულობას აერთიანებს.

Elio შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საწოლის გვერდითა მაგიდა, დივნის დამხმარე მაგიდა ან დეკორაცია  საცხოვრებელ სივრცეში. მრავალდონიანი დიზაინი გვაძლევს ადგილს წიგნებისთვის, პირადი ნივთებისთვის, დეკორისთვის ან მცირე აუცილებელი ნივთებისთვის, რათა ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. თერმულად შეღებილი მეტალის კონსტრუქცია უზრუნველყოფს ყოველდღიურ ხანგრძლივ გამოყენებას.

 

ზომები

  • სიმაღლე: 50 სმ

  • სიგანე: 40 სმ

  • სიღრმე: 40 სმ

რითი გამოირჩევა Elio

  • შეუძლია შეითავსოს ტუმბოს და დამხმარე მაგიდის ფუნქციები

  • კომპაქტური დამხმარე მაგიდა მომრგვალებული დიზაინით

  • მრავალდონიანი სათავსო წიგნებისთვის და ყოველდღიური ნივთებისთვის

  • გამძლე მეტალის კონსტრუქცია, რომელიც შეღებილია თერმულად

  • იდეალურია საძინებლისთვის, მისაღებისთვის და მყუდრო კუთხეებისთვის.


დამზადების დრო & ინდივიდუალური შეკვეთის დეტალები

Elio-ს დამზადებას სტანდარტულად ჭირდება 10-15 სამუშაო დღე.

შესაძლებელია ინდივიდუალური ზომების და ფერის დამზადება. დეტალების დასაზუსტებლად, გთხოვთ მოგვწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.

 

მიტანის სერვისი

ჩვენ გთავაზობთ უფასო მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით.

რეგიონულ შეკვეთებზე დეტალების დასაზუსტებლად,გთხოვთ დაგვიკავშირდით.

 

ფერის აღქმადობა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეალური პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე არსებული ფერისგან, ეკრანისა და განათების სპეციფიკიდან გამომდინარე.

0 / 0